გლდანის მე-18 დაწესებულებაში ნიკა გვარამია მივიდა. ის მიხეილ სააკაშვილის ნახვას დაუყოვნებლივ მოითხოვს. მისი თქმით, ყველა ის კრიტერიუმი აქვს იმისათვის, რომ ციხეში შევიდეს, თუმცა შესვლის საშუალებას, ნიკა გვარამიას, უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არ აძლევენ.
ადგილზე პოლიციის წარმომადგენლებსა და ნიკა გვარამიას შორის სიტყვიერი შელაპარაკებაც იყო. ის აცხადებს, რომ ადგილის დატოვებას მანამ არ აპირებს, სანამ მისი დაცვის ქვეშ მყოფ მიხეილ სააკაშვილს არ მოინახულებს. გვარამია უფლებამოსილი პირთან შეხვედრას ითხოვს.