ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი წერილი წაიკითხა.
"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდით. გამიუქმეს პაემნები დედასთან და ჩემს შვილებთან. ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ხელმძღვანელმა გამომიცხადა: აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელშიო.
დაიწყეს ჩემი გადმოთრევა თანამშრომლებმა. გადმომათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ გამათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩამარტყეს კისერში. მითრიეს თმებით და, რა თქმა უნდა, გავუწიე წინააღმდეგობა,"- წერს მიხეილ სააკაშვილი.