მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ სამართალდამცველებმა გამთენიისას რკინის ჯებირები მიიტანეს. დამატებითი კონსტრუქციების ნაწილი ეზოს შიდა პერიმეტრზე შეიტანეს.
ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, რჩებიან ოპოზიციის მხარდამჭერები. ისინი ითხოვენ საქართველოს ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე შეკრებას ოპოზიციის წარმომადგენლები დღესაც აპირებენ.