ელენე ხოშტარია პარლამენტის შენობაში შიმშილობას განაგრძობს - "დროას" დამფუძნებელი აცხადებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ კითხვები იარსებებს.
ელენე ხოშტარია უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს. მასთან დღესაც ექიმები მივიდნენ.
"ვიშიმშილებ მანამ, სანამ მისი სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, მე ვაგრძელებ შიმშილობას.
ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს," - აცხადებს ელენე ხოშტარია.