16 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
ერიკა ოლსონთან სააკაშვილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, შეხვედრაზე არც კი გვიხსენებია-ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ოლსონთან შეხვედრაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მასთან მმართველ პარტიას მიხეილ სააკაშვილის თემა საერთოდ არ განუხილავს. 

"ოლსონთან სააკაშვილზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, შეხვედრაზე არც კი გვიხსენებია. ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე, სერიოზული გამოწვევები გვაქვს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრებს გარეთ. ეს იყო საუბრის თემა, არავითარი სააკაშვილი, არავითარი ქაოსის იმიტაცია,"-აცხადებს კობახიძე. 

დღის ამბები