ელენე ხოშტარიამ, ირაკლი კობახიძეს უპასუხა და აღნიშნა, რომ მისი განცხადებები აბსურდია.
საქმე ეხება, ოპოზიციის მიერ მისი ლიკვიდაციის, კონკრეტულად კი, მოწამვლის მცდელობას, რაზეც "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ, წყაროზე დაყრდნობით ისაუბრა. ელენე ხოშტარია კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს :
"ეს არის ყურადღების გამახვილება არარელევანტურ საკითხზე. მიშას და ჩემს ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება. ლაპარაკი შეთქმულებებზე და მცდელობა დაპირისპირების, ან აქცენტების გადატანა, არ გამოუვათ მათ. ერთადერთი რაზეც მოუწევთ ფიქრი, ეს არის პასუხისმგებლობა.
სამწუხაროდ, "ოცნების" სიტყვებს შინაარსი არ გააჩნია. ტყუილი უფრო არის მათ ნათქვამებში, ვიდრე რაიმე რეალური. ჩემთვის სასაცილოა, მაგრამ ეს ხომ საზოგადოებას ძაბავს?!"- აცხადებს ელენე ხოშტარია.
პარტია "დროას" ლიდერი უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. მისი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.