16 ნოემბერი 2024,   12:19
ვრცლად
მიტაცებული სახელმწიფო, მიტაცებული არჩევნები და ქუჩაში მიმდინარე პროცესები - ამ ყველაფერზე ძალიან გულახდილად ვესაუბრე - ნიკა მელია ერიკ ოლსონთან შეხვედრაზე

საქართველოში ამერიკელი მაღალჩინოსნის ვიზიტი გრძელდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე მთელი დღეა შეხვედრებს მართავს.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ოლსონთან შეხვედრის დროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს. 

"მიტაცებული სახელმწიფო, მოტაცებული არჩევნები და ქუჩაში მიმდინარე პროცესები ამ ყველაფერზე ძალიან გულახდილად ვესაუბრე. ვესაუბრე იმაზე, რომ არჩევნები, ფაქტობრივად, არის გაუქმებული. 

პერსონალურ სანქციებზე, რა თქმა უნდა, იყო საუბარი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ძალიან მკაფიოდ ხედავენ ყველაფერს,"- აცხადებს ნიკა მელია. 

ოპოზიციასთან გასაუბრების შემდეგ ერიკა ოლსონი არასამთავრობო ორგანიზაციათა წამომადგენლებს შეხვდა. მართლმსაჯულების სისტემის შეცვლაზე იყო მთავარი ორიენტირი. 

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ საუბარი, ძირითადად, ინსტიტუციურ პრობლემებს შეეხო. 

"მიმოვიხილეთ ინსტიტუციური გამოწვევები რაც გვქონდა, ასევე, გვერდს ვერ ავუვლით მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არსებულ მდგომარეობას. მე მივაწოდე სახალხო დამცველის განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციაც,"- აცხადებს ბურჯანაძე. 

დღის ამბები