16 ნოემბერი 2024,   12:52
ვრცლად
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული - კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად იყოს დაცული.

ელჩის თქმით, სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის სახალხო დამცველთან ერთად. ევროკავშირმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება საკვანძოა და ეს არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობის საკითხი.

ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებას, ისევე როგორც მისი პატივისა და ღირსების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ყოფნის დროს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად დაიცვას,"- აცხადებს კარლ ჰარცელი

დღის ამბები