16 ნოემბერი 2024,   12:17
ვრცლად
ელენე ხოშტარიას მოწამვლის სავარაუდო გეგმა - რა შესაძლო რადიკალიზაციაზე საუბრობს ხელისუფლება და რას პასუხობს მას ოპოზიცია

ოპოზიციის გეგმა და სტრატეგია, პოლიტიკური ბრალდებების მორიგი საბაბი გახდა. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ შესაძლო დესტრუქციული მიზნები კიდევ ერთხელ ახსენა. ირაკლი კობახიძემ კონკრეტულ ინფორმაციაზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის ნაწილი პარტია "დროას" ლიდერის ელენე ხოშტარიას მოწამვლას გეგმავდა.

ელენე ხოშტარია კი მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობას უწოდებს.

მმართველ პარტიაში დღეს მხოლოდ ელენე ხოშტარიას სავარაუდო მოწამვლის გეგმაზე არ უსაუბრიათ. სახელისუფლებო გუნდი ოპონენტი პარტიების მხრიდან შესაძლო რადიკალიზაციაზე კიდევ ერთხელ საუბრობს.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებების ფონზე ბრალდებები ისმოდა იმ პარტიების მხრიდანაც, რომლებიც მმართველი პარტიის წინააღმდეგ კოალიციაში გაერთიანდნენ.

მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც და მიაჩნიათ, რომ პროცესების მართვა ხელისუფლების მოვალეობაა და ის ხელს არ უნდა უწყობდეს ვითარების გამწვავებას.

პოლარიზაციის გაღრმავებაში ოპონენტების როლზე საუბრობენ "ქართულ ოცნებაში". მმართველი გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევნებში მარცხს უნდა შეეგუოს და პროცესის რადიკალიზაციით შედეგს ვერ მიაღწევს.

ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდონ.

დღის ამბები