აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
სახელმწიფო დეპარტამენტი დაჟინებით მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მოექცეს მიხეილ სააკაშვილს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან და ახლაც, მათ შორის ყურადღებით გავეცანით საქართველოს სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ზრდის წუხილებს სააკაშვილის დაპატიმრების შესახებ.
ამ განცხადების ფონზე ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყონებლივ გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის გადაუდებელი ფსიქოლოგიური, თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საჭიროებები იყოს დაკმაყოფილებული.
ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ხელისუფლებისთვის დაჟინებულ მოწოდებას, მოექცეს ბატონ სააკაშვილს სამართლიანად, ღირსეულად და საერთაშორისო სტანდარტებისა, თუ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც ვიცით, ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, დაიცვას იგი შეურაცხყოფისგან, მათ შორის ფსიქოლოგიური შეურაცხყოფისგან, მიაწოდოს შესაფერისი სამედიცინო ზრუნვა და დაიცვას მისი პერსონალური ჯანმრთელობის ინფორმაცია საქართველოს კანონთან შესაბამისობაში," - განაცხადა ნედ პრაისმა.