"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროტესტი დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში იშლება.
ლოკაცია რამდენიმეა, მთავარი მოთხოვნა კი უცვლელი რჩება, დაუყონებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.
ხმაურია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან - პერიმეტრს პოლიცია აკონტროლებს. დაკავებული და ტერიტორიიდან განრიდებულია 10-მდე ადამიანი.