16 ნოემბერი 2024,   13:32
ვრცლად
ხმაური და დაკავებები ჯანდაცვის სამინისტროსთან - ოპოზიცია ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვს

ხმაური და დაპირისპირებაა ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ოპოზიციის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლოკაციაა. პოლიციამ 6 პირი დააკავა.  ნაწილის დაკავება სამინისტროსთან წარწერების გაკეთების, ნაწილი კი პოლიციასთან შელაპარაკების გამო მოხდა.

ამ ეტაპზე,  სიტუაცია შედარებით სტაბილურია, აქციაზე სიტყვით ოპოზიციის წარმომადგენლები გამოდიან, მათი მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრა და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

"ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შიგნითაც არ აქვთ თანხმობა. ქალბატონმა გაბუნიამ განაცხადა რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს სამედიცინო ცენტრი არ წარმოადგენს იმ დაწესებულებას, სადაც შესაძლებელია იყოს ის პროფილი, რომელიც სჭირდება მიხეილს სააკაშვილს. ამიტომ პროტესტი იქნება ყველგან," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე.

 აქციაზე ცოტა ხნის წინ ერთი მოქალაქე გახდა ცუდად, რომელსაც პირველადი დახმარება ადგილზევე ჩაუტარეს.

დღის ამბები