"ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელი ზურაბ ქადაგიძე მოსამართლეთა ნაწილის პროტესტს ნაციონალური მოძრაობის მართულად მიიჩნევს და მოსამართლეთა და ოპოზიციის წარმომადგენელთა შორის არსებულ კავშირზე ფეისბუკზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს:
"სასამართლოშიც დაიწყო ნაცმოძრაობამ პოლიტიკის შეტანა, გააქტიურა რა, ძველი კავშირები მოსამართლეებთან და დაიგეგმა სპეცოპერაცია მოსამართლეები რიგითი სააკაშვილის და საკუთარი კარიერის გადასარჩენად. მთავარი შემსრულებელი: ნაც. მოძრაობასთან და მის ლიდერებთან მეტად დაახლოებული სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, რომელიც ოცნების ხელისუფლებას აქამდეც ვერ იტანდა, თუმცა სულ 2-3 თვის წინ რაც პარლამენტმა მისი კანდიდატურა არ დაამტკიცა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ, ძალიან განაწყენდა და საბოლოოდ გადაიქცა ნაც. მოძრაობის სატელიტად(მაშინვე დაიქადნა ახლო წრეში, რომ ამ დამცირებას არ შეარჩენდა ოცნებას და ანგარიშს მალევე გაუსწორებდა).
მცირე პრეისტორია: მისი მეუღლე დავით მესხიშვილი წინა ხელისუფლების დროს წარმოადგენდა ვანო მერაბიშვილის მაღალჩინოსანს შ.ს.ს.-ში, ჯერ იყო საქართველოს ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს უფროსის მოადგილედ 2006-2008 წლებში, ხოლო შემდეგ 2008-2012 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ადმინისტრაციის უფროსი. ამ დროს აკადემიის რექტორი მოგეხსენებათ იყო ნც. მოძრაობის ამჟამინდელი ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე. უკვე კრიტიკულ პერიოდში, 2012 წელს დაინიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად, იმის გამო, რომ როგორც შ.ს.ს.-ს სანდო კადრს და გამოცდილ ზონდერს, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მმართველი პარტიის სასარგებლოდ მოეხდინა ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალური მობილიზება ადგილზე.
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ცოლ-ქმარი მესხიშვილები მერაბიშვილის ახლო გარემოცვის და დეკანოიძის უახლოესი ადამიანები არიან და ეხლაც სწორედ მისგან იღებენ ინტენსიურად დავალებებს, შუამავლის მეშვეობით. სწორედ დავით მესხიშვილს აქვს კომუნიკაცია პოლიტიკურ სუბიექტებთან და სწორედ დეკანოიძეა ამ პროცესების პოლიტიკური კურატორი ნაც. მოძრაობიდან. ეს რომ ორკესტრირებული და შეთანხმებული სქემაა, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ, რომ სწორედ ქეთევან მესხიშვილის პირველ საპროტესტო ფეისბუქ-პოსტს მყისიერად, რამდენიმე წუთში!!! ციხიდან გამოეხმაურა პატიმარი სააკაშვილი და მოუწოდა ა.შ.შ.-ს მთავრობას მოსამართლეებისთვის სანქციების დადებისკენ, რათა გაძლიერებულიყო მეამბოხე მოსამართლეების პოზიციები, რომლებმაც პირველად ხმა ამოიღეს.
თავის მხრივ, მესხიშვილებს ასევე ახლო ურთიერთობა აკავშირებთ ამჟამად მოშიმშილე ელენე ხოშტარიასთან, თინა ბოკუჩავასთან, გიორგი ბოტკოველთან და ნაც. მოძრაობის სხვა ლიდერებთან(ამაზე შემდგომში ვისუბრებთ). ასევე სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიასთან, მის მოადგილე დეკლარირებულ ნაც. აქტივისტთან გიორგი ბურჯანაძესთან (რომელიც ასევე გიორგი მშვენიერაძის კლასტერის უახლოესი წევრია) და ა.შ. სწორედ ბოკუჩავა და ლომჯარია არ მორიდებიან, მყისიერად მოახდინეს რეაგირება და პირდაპირ ეთერში გამოყვეს მესხიშვილი, რომ მისი სახით ერთადერთი გამორჩეული კანდიდატურა ჩააგდო პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კენჭისყრისას.
სწორედ ამ ამბოხების წარმატებულად ორგანიზებისთვის მესხიშვილს პერსონალურად პირდებიან ხელისუფლების შეცვლისთანავე არათუ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას, არამედ მის თავმჯდომარეობასაც კი. მთავარია ეხლა დისონანსი და არეულობა შეიტანოს სასამართლოს რიგებში და პერსონალური შეტევები მიიტანოს მოსამართლეებზე. თვითონ ქეთევან მესხიშვილი საჯარო აქტივობებში ცდილობს თავი მოაჩვენოს უწყინარ და გარიყულ მოსამართლედ, თუმცა ეს მხოლოდ მომგებიანი ფორმაა, რომ ვითომ მსხვერპლად წარმოაჩენს თავს, რეალურად კი სწორედ ის მიუთითებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნაც. მოძრაობას კულუარულად, რომ კარდინალური წმენდაა ჩასატარებელი სასამართლოში, გასაყრელია აბსოლუტური უმრავლესობა მოსამართლეების და ა.შ.
სწორედ ნაც. მოძრაობიდან მიღებული დირექტივის შესაბამისად, აბსოლუტურ სინქრონში ერთის მხრივ ელენე ხოშტარია პარლამენტში დაჯდა საპროტესტოდ, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლოში ხელოვნური პროტესტის შემოტანა ნაც.მოძრაობამ დაიწყო სწორედ მესხიშვილების საშუალებით.
საინტერესოა, რომ ქეთევან მესხიშვილის მული (და შესაბამისად მისი მეუღლის დავით მესხიშვილის და) მანანა მესხიშვილი ასევე მოსამართლეა თბილისის საქალაქო სასამართლოში. გარდა ამისა მოსამართლეა აგრეთვე მათი ნათესავი ხათუნა ჯინორია. ცხადია ეს 2 მოსამართლეც ამ პროტესტს შეურთდნენ. ანუ რძალ-მულის და მათი ნათესავის კოორდინირებული პროტესტით სასამართლოში ცდილობენ არეულობის შეტანას. თუმცა ნათესავები და ოჯახის წევრები მხოლოდ ესენი არ არიან. დანარჩენზე მოგვიანებით.
რეალურად აქამდე თუ პარლამენტზე და მთავრობაზე მიდიოდა ზეწოლა, ეხლა უკვე ცდილობენ სასამართლოც ჩაითრიონ ამ პოლიტიკურ ქაოსში. ერთ-ერთი მიზანია, სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად (რომელიც 10 ნოემბერსაა ჩანიშნული და შემდგომ პერიოდშიც ინტენსიურად ჩაინიშნება) სასამართლოში შეიტანონ არეულობა, დაიწყოს შიდა დაპირისპირებები და კონფლიქტები, რათა მაქსიმალური წნეხის ქვეშ მოექცეს სააკაშვილის სასამართლო პროცესები და დისკრედიტაციის უმაღლეს ხარისხში ავიდეს სასამართლოს საქმიანობის კრიტიკა უკვე "შიგნით" სისტემიდანაც.
პროტესტის ფორმალურ მიზეზად მოიყვანეს სასამართლოს საორგანიზაციო კომიტეტის განცხადება, რომლითაც უცხო ქვეყნების ელჩებს ნამდვილად გამაოგნებელ და უპრეცედენტო განცხადებას, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებობენ მოსამართლეები, რომლებიც თურმე "ძირს უთხრიან სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობას" და ა.შ., უწოდეს არამართებული და შეუფერებელი. სწორედ ეს იქნა გამოყენებულ ფორმალურ მიზეზად და ამბოხებულების მხრიდან ეს შეფასდა როგორც თავდასხმა საერთაშორისო დონორების მიმართ, რომლებიც ამდენ რამეს აკეთებენ სასამართლო სისტემისთვის თურმე საქართველოში და თურმე ეს დიპლომატიური კორპუსი იმდენად "უსუსურია", რომ მოსამართლეების დაცვას საჭიროებენ, რაც ცხადია უკვე კომიკურ სახეს იძენს. ამ დახმარებას ცხადია არც არავინ არ უარყოფს, თუმცა დახმარების გაწევის პარალელურად(რომელსაც სახელმწიფოების სწევენ და არა კონკრეტული დიპლომატები), სასამართლო სისტემისადმი ასეთი უხეში თავდასხმა და ყოველგვარი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევა ნებისმიერი ქვეყნის თავმოყვარე მოსამართლეებისთვის მიუღებელი უნდა იყოს და დამოუკიდებლობის პრინციპი ყველა სუბიექტთან მიმართებაში უნდა დაიცვას ღირსების მქონე სასამართლო კორპუსმა და შესაბამისად რეზისტენტულები უნდა იყვნენ ყველა სუბიექტთან მიმართებში(იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა დაცვადი არ შეიძლება შერჩევით იყოს, იმისდა მიხედვით, თუ ვინ ხელყოფს მას). კიდევ ერთხელ დასაფასებელია დონორების წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერა და ამას არც არავინ უარყოფს, თუმცა ეს არავის (კონკრეტულ დიპლომატზეა საუბარი და არა ქვეყანაზე) აძლევს უფლებას მოსამართლეები ამგვარად შეურაცხმყოფელად მოიხსენიოს, როგორც ამ შემთხვევაში მოხდა. ან ხარ დამოუკიდებელი ან არ ხარ. აქ შუალედი არ არსებობს და არცერთ სუბიექტს არ უნდა მისცე უფლება ხელჰყოს შენი ან სხვა შენი კოლეგა მოსამართლეების ღირსება და დამოუკიდებლობა, ვინც არ უნდა იყოს ის. ეს ურა-პატრიოტიზმი კი ნამდვილად უადგილოა და აშკარად ჩანს, რომ აქაც ხელოვნურ მანიპულაციებს აქვს ადგილი. ცოტა უტრირება რომ გავაკეთოთ, მაგ ლოგიკით არათუ ერთი რომელიმე დიპლომატის, არამედ თვით აშშ-ის პრეზიდენტის არაერთი სტრატეგიული გადაწყვეტილება გაუუქმებია აშშ-ის სასამართლოებს თუნდაც უახლოეს წლებში, თუმცა არავის მოუვა აზრად, რომ ეს მოსამართლეები გამოეცხადებინათ თავიანთი ქვეყნის მტრებად. თუმცა ცხადია ეს ყველაფერი ფორმალურია და კონტექსტიდან ამოგლეჯილად და ხელოვნურად ცდილობენ ეს ფაქტორი გამოიყენონ აჯანყების მოსაწყობად. მთავარია, რომ არეულობის პროცესები სასამართლოში ხელოვნურად უნდა დაწყებულიყო არჩევნების დასრულებისთანავე, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდებოდა იგი (რომლის შედეგებითაც ცხადია იმედგაცრუებული დარჩა ნაც. მოძრაობა) და სწორედ ეს ამოცანა სრულდება ეხლა.
საინტერესოა, რომ ამ მოცემულობაში ვითარების ერთ-ერთი კოორდინატორის როლი უკავია ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს გიორგი მშვენიერაძეს და მის მეუღლეს გვანცა წულუკიძეს, რომელიც ამავე ორგანიზაციაში მუშაობს. მშვენიერაძე და ქეთევან მესხიშვილი სრულ კოორდინაციაში არიან და პოლიტიკურ მესიჯებს სწორედ მშვენიერაძე უხმოვანებს ფეისბუქის მეშვეობით. მაგალითად, მესხიშვილის ე.წ. საპროტესტო ფეისბუქპოსტის პარალელურად მშვენიერაძემ 4 ნოემბერს ასევე ფეისბუქზე მოსამართლეების ძირითად მასას უწოდა "მონა თავგასული ვირთხები", ხოლო შემდეგ მალევე გააჟღერა მთავარი გზავნილი (ისევ 4 ნოემბერს), რომ მისი აზრით არცერთი მოსამართლე არაა დასატოვებელი თანამდებობაზე. ყველა გასაშვებია სახლში, თუმცა სწორედ აქ იწყება მთავარი: მან პირდაპირ მიანიშნა რომ შემდგომში 15-20 მოსამართლე დასაბრუნებელი იქნება სისტემაში და ის ფაქტი, რომ თავიდან ყველა გასაშვებია სახლში, ამას უდასტურებს მას რამდენიმე მოსამართლე, ვისთანაც მას ურთიერთობა აქვს. (ეს ღიად თქვა, თუმცა ახლო წრეში მშვენიერაძე-წულუკიძის დუეტი სიამაყით აცხადებს და არც მალავს, რომ მოსამართლეების რაღაც ჯგუფი გადაბირებული ჰყავთ და კოორდინაციას უწევენ). ცხადია ეს წრე ცნობილია და ამაზე მოგვიანებით, თუმცა მათ შორის პირველ რიგში იგულისხმება ქეთევან მესხიშვილი, რომელმაც დაახლოებით ზუსტად განუსაზღვრა სწორედ იმ მოსამართლეების რაოდენობა(სწორედ 20 მოსამართლეა ამ ეტაპზე, ვინც შეუერთდა ამ პოლიტიკურ ავანტიურას).ვისთანაც წინასწარ უკვე ჰქონდა პროტესტის სამოქმედო გეგმა შეთანხმებული. ეხლა კი მთავარი: მესხიშვილი მათ პირდება, რომ ნუ ჩამორჩებიან მოვლენებს, რაც გარეთ ვითარდება და ის იქნება გარანტორი, რომ ვინც ეხლა ხმას ამოიღებს, სწორედ ხელისუფლების ცვლილებისთანავე (რაც მალევე გარდაუვალია) გადაწყვეტილად დაუფასდებათ და შეუნარჩუნდებათ მოსამართლის თანამდებობები, ცხადია დაწინაურების პერსპექტივებით. სწორედ ეს პერსპექტივა დაუდასტურა მშვენიერაძემ (მას ცხადია პიროვნული ურთიერთობა ყველა ამ მოსამართლესთან არა აქვს) ფეისბუქ-პოსტით საჯაროდ და აშკარად თქვა, რომ დანარჩენ მოსამართლეებს ცხადია გაყრიან. მთავარია ეხლა ამბოხებაში ჩაერთონ და გაემიჯნონ არსებულ მოსამართლეთა კორპუსს. პარადოქსია, თუმცა ეს სია ცხადია პერსონალური გვარების დონეზე არის გავლილი და შეთანხმებული რომ დაახლოებით ამ 20 მოსამართლის გარდა (რომლებიც ე.წ. ჯავშანს მიიღებენ), ყველა გასაყრელია სისტემიდან. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია მოქმედი მოსამართლეების რეპრესიებს აანონსებს, თითქმის ყოველდღე ისმის ტელევიზიებიდან მათი სხვადასხვა ლიდერების მხრიდან და ანგარიშსწორებით რომ ემუქრებიან სასამართლოს, ესეც ცხადია ყველამ იცის. შესაბამისად სწორედ ეს ქეთევან მესხიშვილია, რომელიც მშვენიერაძეს და ნაც. მოძრაობას უდასტურებს პირად საუბრებში, რომ მოსამართლეების 99% გასაყრელია. მათ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, რეპრესიები უნდა ჩაატარონ სასამართლოში და ჩვეული სტილით ძალადობით, დაშინებით(რაც გააკეთეს უკვე 2004-2005 წლებში) სრული კორპუსი გააგდონ სისტემიდან და დაიტოვონ მხოლოდ ის 20-ოდე მოსამართლე ვინც მას ეხლა მხარში დაუდგება
მეორეს მხრივ, მშვენიერაძის მეუღლე გვანცა წულუკიძე(რომელიც მშვენიერაძისავე არასამთავრობოში მუშაობს) აჯანყების ტექნიკურ უზრუნველყოფაშია ჩართული. მყისიერად რომელიმე მოსამართლის მიერ საპროტესტო პოსტის დადებისთანავე, მას მიეწოდება და იგი ამ პოსტებს ასახავს და აქვეყნებს თავისსავე ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე წუთში!!! მაგალითად ღამის 2-3 საათზე დადებული პოსტებიც კი მომენტალურად გამოაქვეყნა ანუ მას აბარია "უწყინარი პროტესტის" ოპერატიული გაშუქება და აქაც ცხადია მესხიშვილებთან კოორდიანციაში ხდება ეს ყოველივე.
პროტესტის შემდგომი ეტაპები და განვითარება "გენერალური გეგმის" მიხედვით:
ეს ცხადია არ არის ერთჯერადი პროტესტის გამოხატვის მოქმედება. მას აქვს გაგრძელება და უკვე მესხიშვილს მიღებული აქვს ინსტრუქტაჟი, რომ ე.წ მეამბოხე მოსამართლეები, რომ არ დაიშალნონ, ორგანიზაციულ ჯგუფად გააფორმოს და მისი თაოსნობით ახლო მომავალში იგეგმება ე.წ. მეამბოხე მოსამართლეთა ასოციაციის ჩამოყალიბება, რომელსაც მრავალმხრივი დაფინანსება და პრივილეგიები ექნება, მათ შორის ცხადია დონორების და საელჩოების მხრიდან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების და მათი სატელიტი ტელევიზიების გაშუქების და მუდმივი მხარდაჭერის პირობებში შეეცდებიან ამ ჯგუფის მაქსიმალურ გაპიარებას, მესხიშვილის და კიდევ რამდენიმე მოსამართლის(მათ შესახებ მოგვიანებით)თავისუფლების სიმბოლოდ წარმოჩენას, ხოლო დანარჩენი მოსამართლეების გაშავებას და ბოლომდე დისკრედიტაციას ცხადია. ასე ვთქვათ ამ ასოციაციის სახით ნაც. მოძრაობის და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმონაქმნი ფორმდება ოფიციალურად სასამართლოში.
ეს გაშუქება რეალურად უკვე დაწყებულია სამივე ოპოზიციური არხის მიერ და მიდის ინტენსიურად სიუჟეტების კეთება, თუ როგორ პროგრესირებს "ჯანსაღი პროტესტი" სასამართლოში. ამ თემას იმავე დღეს ცხადია გამოეხმაურა ფეისბუქსტატუსით ნიკა გვარამიაც, რომელმაც სიხარულით დაწერა პოსტი, რომ სასამართლოში აჯანყებაა და დაიწყო მისი ნგრევა.
მესხიშვილი ფორმალურად ცდილობს, რომ მაქსიმალურად პოლიტიკისგან დისტანცირებული სტატუსი ჰქონდეს ამ "აჯანყებას", რასაც ადასტურებს 9 მოსამართლის ერთობლივ განცხადებაში ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება, თუმცა რეალურად ეს პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიკურად მართულია, რაც ცხადია მესხიშვილის მხოლოდ უახლოეს ვიწრო წრისთვისაა ცნობილი, ხოლო დანარჩენ მოსამართლეებს ამ გარემოებას ცხადია არ უმხელს.
ასევე ცნობილია "შეთქმულების" გენერალური გეგმის სხვა ასპექტების, პერსექტივების და მონაწილეების შესახებ, თუმცა ამის თაობაზე შემდგომში და კიდევ უფრო კონკრეტულად აუცილებლად ვისაუბრებთ.
"პროტესტის" სხვა მონაწილეები
ამბოხების სქემის აქტიური მონაწილეები არიან მოსამართლე ცოლ-ქმარი ზაზა მარტიაშვილი და თამარ ხაჟომია. მათაც აქვთ პირდაპირი კომუნიკაცია გიორგი მშვენიერაძესთან. სწორედ ამ უკანასკნელმა თავის ახლო წრეში დაიტრაბახა, რომ ეს ცოლ-ქმარიც გადაიბირა და კავშირზე ყავს. როგორც მშვენიერაძე ამბობს, იგი მათ შეხვდა ქეთევან მესხიშვილთან და სხვა რამდენიმე მოსამართლესთან ერთად. იქ მათ განიხილეს სასამართლოში შექმნილი ვითარება და იმსჯელეს "სამოქმედო გეგმაზე", თუ ვისი იმედი უნდა ჰქონდეთ, ხოლო ვინ გასაშვები და "გასაშავებელია". ამჟამად ეს ცოლ-ქმარიც ცხადია მხარს უჭერენ მათი "სამარცხვინო" კოლეგების წინააღმდეგ წერილს, სადაც თურმე უღირსმა მოსამართლეებმა დასავლეთი "დაგმეს".
მანანა მესხიშვილი - ქეთევან მესხიშვილის მული (მისი მეუღლის დავით მესხიშვილის და) ცხადია აქტიურად მხარს უჭერს ოჯახის წევრის პროტესტს.
გიორგი ებანოიძე - ცნობილი ოპოზიციურად და აგრესიულად განწყობილი ჟურნალისტის ეკა მიშველაძის ძმა. სწორედ ეკა მიშველაძემ გიორგი მშვენიერაძის იმ ფეისბუქ-პოსტზე, სადაც ის მოსამართლეების გაყრაზე საუბრობს გარდა 20 მოსამართლისა, აუტვირთა კომენტარებში თავისი ძმის ფეისბუქ-პოსტის ფოტო, სადაც ის პროტესტს უერთდება და ამით მიანიშნა რომ ძმაც აჯანყებულებშია და შესაბამისად გასაგდებ სიაში არ უნდა მოხვდეს.
გელა ბადრიაშვილი ამჟამინდელი მოსამართლე არის ქალაქის თბილისის პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომლის ხელშიც გაყალბდა გირგვლიანის მკვლელობის საქმე და სწორედ ის ზედამხედველობდა ამ საქმის გაყალბებულ გამოძიებას. მას, როგორც პროკურორს, ასევე 2004 წელს შემხებლობა ჰქონდა ბუტა რობაქიძის გაყალბებული საქმის გამოძიებასთანაც. თუმცა იმის მაგივრად, რომ დასჯილიყო იმ გაყალბებებში უშუალო მონაწილეობისთვის და გამყალბებლებისთვის ხელის დაფარებისათვის , ეხლა კვლავ მოსამართლეა და აქეთ გადმოვიდა შეტევაზე, ყოფილი „პატრონების“ მობრუნების იმედით.
მამუკა წიკლაური - ყოფილი გენერალური პროკურორის მამუკა გვარამიას(ნაც. მოძრაობის ამჟამინდელი აქტივისტის) ცოლისძმა, რომელიც თელავის სასამართლოს მოსამართლეა.
საერთოდ პარადოქსული და პირდაპირ პოლიტიკური შინაარსის წერილი გამოაქვეყნა მოსამართლე თეა სოხაშვილ-ნიკოლაიშვილმა, სადაც გარდა საპროტესტო მხარდაჭერისა, იგი სააკაშვილის პოლიტ. პატიმრობაზე აკეთებს მინიშნებას და მას ამისთვის "მადლობას" ფეისბუქშივე ე.წ. გულის სიმბოლოს სახით უხდის მისი ახლობელი - გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე და ამჟამად ნაც. მოძრაობის გულმხურვალე და აგრესიულ მხარდამჭერად ქცეული ნონა წოწორია. ამ ე.წ."დაგულვას" ასევე ანალოგიური სიმბოლოთი პასუხობს სოხაშვილ-ნიკოლაიშვილი. სოხაშვილ-ნიკოლაიშვილის მეუღლე ზურა ნიკოლაიშვილი კი ნაც. მოძრაობის აქტიური მხარდამჭერია, რაც მის ფეისბუქ-პოსტებში აშკარად იკვეთება. სულ რამდენიმე დღის წინანდელ პოსტში პირდაპირ აზიარებს მოწოდებას რევოლუციისკენ, მანამდე კი სრულ თანადგომას უცხადებს ოპოზიციას და მოუწოდებს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ და ა.შ.
კიდევ სხვა მონაწილეებზე შემდგომში ვისაუბრებთ, თუმცა ფაქტი ერთია სწორედ ნაც. მოძრაობის სცენარში მონაწილეობენ ეს მოსამართლეები, რათა "ახალ რეალობაში" არ დაკარგონ თავიანთი თანამდებობები,"- წერს ზურაბ ქადაგიძე.