16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული მამა-შვილი წოწორიების და ელგუჯა ცომაიას პროცესი გადაიდო

შალვა და ზურაბ წოწორიები, ასევე - ელგუჯა ცომაია და ელგუჯა ნარიმანიძე - ეს ის პირებია, რომლებსაც ბრალი საქართველოს ექსპრეზიდენტის შემოყვანის ფაქტზე ედებათ. სასამართლოს განაჩენი დღეს უნდა გამოეტანა, თუმცა, როგორც პროკურორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა, რომელსაც სჭირდება გამოძიება და აღნიშნულ ვადაში ვერ ხერხდება სრულად გამოძიება. 

"შალვა და ზურაბ წოწორიების, ასევე, ელგუჯა ცომაიას და ელგუჯა ნარიმანიძის საქმეზე გაგრძელდა წინა სასამართლო სხდომის თარიღი და დღეს იმსჯელებს სასამართლო პატიმრობაში დატოვების საკითხს. მიგვაჩნია, რომ პატიმრობა, ამ ეტაპზეც, უნდა დარჩეს ძალაში, ვინაიდან არსებობს ამის არსებითი სამართლებრივი საფუძველი. ამოღებულია ვიდეომასალა დაკითხულია და დასაკითხია ასეულობით მოწმე, მოპოვებულია არაერთი წერილობითი მტკიცებულება. შესაბამისად, ამ ყველაფერს სჭირდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, საპროცესო მოქმედებების ჩატარება, აქედან გამომდინარე, ვერ ესწრებოდა იმ ვადაში, რომელიც განსაზღვრული იყო წინა სასამართლო სხდომის თარიღი და ამიტომ გაგრძელდა ვადა, სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია,"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 

დღის ამბები