16 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას - ნინო ლაცაბიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ახლადარჩეულ მერებთან გრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი ისმენს ვის რა გეგმა აქვს და როგორ ხედავს საკუთარი მუნიციპალიტეტის თუ ქალაქის განვითარებას. შეხვედრებს სახელმწიფო რწმუნებულებიც ესწრებიან.

"ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომლის განხორციელებასაც მომავალში ვაპირებთ და სწორედ ამ გეგმებზე ვისაუბრეთ, - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ თითოეული მუნიციპალიტეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღეს პრემიერთან შეხვედრა.

"პრემიერის მხრიდან არის დაპირება, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტს სხვადასხვა მიმართულებით გვერდში დაუდგება და ჩვენ ერთად აუცილებლად შევასრულებთ იმ დანაპირებს, რომელზეც ვესაუბრებოდით მოსახლეობას. ეს არის მუნიციპალიტეტის მხრიდან ძლიერი სოციალური და ჯანდაცვის სერვისები, რომელსაც განვახორციელებთ, ეს არის ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც სჭირდება ჩვენს ქალაქებს და სოფლებს, უკვე დაწყებულის ეფექტურად და სწრაფად დასრულება და ძალიან მალე დავიწყებთ იმ პროექტებსაც, რომელზეც იყო საუბარი, მაგალითად რუსთავში ვაპირებთ მედიათეკის მშენებლობას, ახალი რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. აუცილებელია, რომ მუნიციპალური სერვისები მოქალაქეებზე ორიენტირებული, უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტური გახდეს. სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის ფორმატი პრემიერთან ურთიერთობის გაგრძელდება, გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია და ერთად შევძლებთ ჩვენი გუნდის მხრიდან გაჟღერებული თითოეული პროექტის განხორციელებას და ბოლომდე მიყვანას," - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

დღის ამბები