16 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
ლაგოდეხის მერი - მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის მეთაურისგან

ლაგოდეხის მერმა,ჯონდო მდივნიშვილმა განაცხადა რომ პრემიერ-მინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრამ შეინაარსობრივად ჩაიარა და მნიშვნელოვანი გზავნილები მოისმინეს პრემიერისგან.

მისი თქმით, მისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მოქალაქე და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა მოსახლეობის მხრიდან წამოსული პრობლემების განხილვას.

"ძალიან საინტერესო და შინაარსობრივი შეხვედრა გვქონდა ბატონ პრემიერ-მინისტრთან, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებს და გუბერნატორს. მნიშვნელოვანი გზავნილები მოვისმინეთ ჩვენი ქვეყნის მეთაურისგან. ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ახლოს ჩვენს მოსახლეობასთან კომუნიკაციაში. ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს მოქალაქეების თხოვნებს, მათი მხრიდან წამოსულ პრობლემების განხილვებს და რაც მთავარია, ჩვენ მაქსიმალურად მოკლ ვადაში უნდა გავუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რომელიც კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში არსებობს. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, საგანმანათლებლო ობიექტების მოწესრიგება. სწორედ ეს არის ჩვენი სამომავლო 4 წლიანი გეგმა. კონკრეტულად, ლაგოდეხში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება, საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა და რეაბილიტაცია, რეკრეაციული სივრცეების შექმნა და რაც მთავარია, ჩვენს მოქალაქეებზე მორგებული სოციალური პოლიტიკა, ასევე ახალგაზრდული მიმართულების გაძლიერება. ეს არის ის მესიჯები, რაც მივიღეთ. ადამიანი არის ჩვენი პრიორიტეტი და მოქალაქე არის ჩვენი საზრუნავი," - განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

დღის ამბები