16 ნოემბერი 2024,   14:06
ვრცლად
ექსპრეზიდენტი გლდანის ციხეში იძულებით გადაიყვანეს, კანონი დაირღვა, ამაზე დასავლეთი თვალს არ დახუჭავს - გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე "დღის კურიერში" მიხეილ სააკაშვილის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არ მომხდარა სააკაშვილის ნების გათვალისწინებით, რაზეც დასავლეთის განწყობები შეიცვალა, ასევე ჟურნალისტის კითხვაზე - მოჰყვება თუ არა შედეგი საპროტესტო აქციებს, ვაშაძემ აღნიშნა, რომ შედეგი იქნება წინა ორი დაპირისპირების გათვალისწინებით, როცა მნიშვნელოვანი მექანიზმი იყო აქციები და საერთაშორისო წნეხი.

"იქნება შედეგი, ჩვენ ხომ ვიცით, რომ წინა ორი დაპირისპირების შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი  საპროტესტო აქციები იყო საერთაშორისო წნეხთან ერთად. გუშინ და დღეს რადიკალურად შეიცვალა განწყობები საერთაშორისო საზოგადოებაში და მინდა პირდაპირ ვთქვა, რატომ შეიცვალა, არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაუჩნდათ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, არამედ დაინახეს, რომ კანონი ირღვევა. რაც არ უნდა იძახოს "ქართული ოცნების" ექსპერტმა ან წარმომადგენლებმა, კანონი ხომ დაირღვა, გლდანის ციხეში ხომ იძულებით გადაიყვანეს, არ დახუჭავს ამაზე თვალს დასავლეთი, დაიწყება განცხადებები და უფრო მეტი და მეტ იქნება. სპეციალური განცხადება მიუძღვნა აშშ პრესსპიკერმა ამ საკითხს," - განაცხადა გიორგი ვაშეძემ.

 

დღის ამბები