გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, სულ ცოტა ხნის წინ სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი მივიდა.
მისი განცხადეით, მოხდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და ასევე, დღესვე, ექსპრეზიდენტს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელში მონაწილეობას მისი პირადი ექიმიც მიიღებს.
"შეთანხმებულები ვართ პენიტენციურ სისტემასა და ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. შეთავაზებულია ისეთი ფორმა, რაზეც ისინი თანხმობას აცხადებენ. დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც დღეს უნდა ჩატარდეს, მასში მონაწილეობას მიხეილ სააკაშვილის მიერ მოწვეული სპეციალისტი, საუბარია სამედიცინო სახლის ექსპერტიზაზე, რომლის საშუალებითაც განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და ამის შემდეგ, ექსპერტი შესაბამის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას გასცემს," - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე.