16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
შეხვედრა არჩეულ მერებთან - მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრამ წალენჯიხის ოპოზიციონერი მერის გარეშე ჩაიარა 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წარმომადგენლებთან შეხვედრას წალენჯიხის ახლადარჩეული მერი გიორგი ხარჩილავა არ დასწრებია. 

ახლად არჩეული მერები მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერთან შეხვედრაზე გუბერნატორებთან ერთად მივიდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ მათთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები - ეს ის საკითხებია, რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს ხედვები გაუზიარეს.

დაგეგმილ და უკვე განხორციელებულ პროექტებთან ერთად ახლადარჩეული მერები ამბობენ, რომ პრიორიტეტულია ის მიმართულებები, რომელიც სამთავრობო გუნდთან ერთად წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ გაწერილი.

სხვა ახლადარჩეული მერების მსგავსად პრემიერ-მინისტრთან პირველი სამუშაო შეხვედრა დღეს წალენჯიხის ოპოზიციონერ მერსაც უნდა ჰქონოდა, თუმცა გია ხარჩილავა მთავრობის კანცელარიაში არ მივიდა. მიზეზი კი მოგვიანებით სოციალურ ქსელში ახსნა და არგუმენტად არსებული პოლიტიკური ვითარება დაასახელა. სამეგრელოს გუბერნატორის თქმით, წალენჯიხის შემთხვევაშიც, ისევე, როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, ცენტრალური მთავრობა თანამშრომლობისთვის მზად არის.

ახლადარჩეულმა მერებმა პირველ სამუშაო შეხვედრაზე პირველი დავალებებიც მიიღეს. მათი თქმით, პრემიერი მოუწოდებს ყველას პრიორიტეტი მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია იყოს. 

 

 

 

 

  

დღის ამბები