რატომ სვამს მმართველი გუნდი ტოლობის ნიშანს ნინო ლომჯარიასა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის - "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ სახალხო დამცველი არაკომპეტენტური და მიკერძოებულია, თუმცა მისივე თქმით, გარდა ამისა, ნინო ლომჯარიას უამრავი პრობლემა აქვს.
"ჩვენ თავის დროზე ფაქტობრივად "ნაციონალურ მოძრაობას" დავუთმეთ ეს კონკრეტული პოზიცია, როდესაც ნინო ლომჯარია ამ თანამდებობაზე ავირჩიეთ. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ "ნაცმოძრაობისთვის" არაფრის მიცემა-დათმობა არ შეიძლება. ისინი მარტივად იყენებენ ყველაფერს ძალადობისა და სიცრუისთვის. ამის გამოხატულებაა სწორედ სახალხო დამცველი, რომელიც მიკერძოებასა და არაკომპეტენტურობას რომ თავი დავანებოთ, უამრავი პრობლემა აქვს მას,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.