16 ნოემბერი 2024,   13:56
ვრცლად
სახალხო დამცველი შსს-ს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია აქციაზე დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ მათ ოჯახებსა და ადვოკატებს

სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია დაკავებულთა ადგილსამყოფელის შესახებ მათ ოჯახებსა და ადვოკატებს - ნინო ლომჯარია სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობასთან ჩატარებულ აქციებზე გუშინ სამართალდამცველების მხრიდან დაკავების ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, 46 დაკავებულიდან სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა 23 მოინახულეს. ნინო ლომჯარიას განცხადებით, პროტესტის მონაწილეების თქმით, დაკავების საფუძველი არ არსებობდა.

ლომჯარიას შეფასებით, დაკავებულთაგან მხოლოდ ერთ პირს ჰქონდა გარკვეული დაზიანებები, რის შესახებაც ინფორმაცია უკვე მიეწოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.

დღის ამბები