პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრებს ავრცელებს.
რატი ბრეგაძის თქმით, ეს საზოგადოებას დაანახებს რეალურად, თუ როგორ იქნა შესახლებული ექსპრეზიდენტი მე-18 დაწესებულებაში, როგორ განთავსდა პალატაში და ასევე, როგორ აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას დაწესებულების თანამშრომლებს და როგორ აზიანებს სამედიცინო ტექნიკას.
ისუტიციის მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტს იუსტიციის მხრიდან უკვე მოყვა რეაგირება.