16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ენმ იღებს პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში არ იქნება არავითარი პროვოკაცია და აქცია - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები - ხატია დეკანოიძე და თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული იმ განცხადების თაობაზე ხვდებიან, რომლის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, პარტია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციები არ გაიმართება.

"ნაციონალური მოძრაობა" და პოლიტიკური ლიდერები ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებასთან, არ ექნება ადგილი არავითარ პროვოკაციას და აქციას. პირიქით, ჩვენი მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ჩვენ ეს განცხადება ოფიციალურად პარლამენტის თავმჯდომარეს გადავეცით,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. 

დღის ამბები