16 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
ვაჟა-ფშაველას გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი აქცია იმართება

"ნაციონალური მოძრაობის" მორიგი აქცია ვაჟა-ფშაველას გამზირზე. პარტიის ლიდერების და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და გუშინ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 40-ზე მეტი პირის გათავისუფლება.

შეკრებილ მოქალაქეებს ლიდერებმა სიტყვით მიმართეს. 

"ხალხმრავალი, უწყვეტი, ორგანიზებული, მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა მეთოდურად ჩამოშლის ამ რეჟიმს. არანაირი არც ამოცანა, არც მიზანი, არც ერთ ჩვენგანს არ და ვერ ექნება ძალადობისა, სადმე შეჭრისა, ვინმეს შეურაცხყოფის მიყენებისა, იმიტომ, რომ მართალი ხალხი ასე არ იქცევა, მართალი ხალხი იქცევა ისე, როგორც ვიქცევით უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

პროტესტის ყოველდღიურად, სხვადასხვა ლოკაციაზე გამართვას აანონსებს ზაალ უდუმაშვილი. პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი ამბობს, რომ აქციები იქნება მშვიდობიანი და უწყვეტი.

"ასე გაგრძელდება მანამ, ვიდრე არ იქნება დაკმაყოფილებული ჩვენი მოთხოვნები," - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების გარდა, ადგილზე "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ლელოს" წევრებიც იმყოფებიან.

 

 

 

 

დღის ამბები