ვაჟა-ფშაველას ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია - საპროტესტო აქციის მონაწილეებმა სუს-ის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების და ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების თქმით, მათი მოთხოვნები უცვლელია - მიხეილ სააკაშვილის მაღალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და გუშინ, საპროტესტო აქციებზე დაკავებული 40-ზე მეტი პირის გათავისუფლება.