უნდა შეწყვიტოს თუ არა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა და როგორია საკითხის მიმართ მისივე თანაგუნდელების დამოკიდებულლება - ამ კითხვაზე პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოადგილემ ლევან ბეჟაშვილმა "დღის კურიერში" ისაუბრა.
ისი თქმით, პირადად, ადამიანურად ისურვებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობა შეეწყვიტა.
"პირადად, როგორც ადამიანი, ემოციურად მინდა, რომ შეწყვიტოს, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ სჭირდება ამ საზოგადოებას. მაგრამ, ამ შემთხვევაში ჩემს პირად აზრს მნიშვნელობა არ აქვს, ის სხვა გზაზე არის დამდგარი, სხვა სულისკვეთებით არის. მისი პირადი თავგანწირვა უკავშირდება არა პირად კეთილდღეობას, გათავისუფლებას და ა.შ. არამედ საზოგადოების მოწოდებას, რომ რეალურად დავინახოთ რა ვითარებაა, რასთან გვაქვს საქმე და ჩვენი პროტესტით გავათავისუფლოთ როგორც საზოგადოება, ასევე მიხეილ სააკაშვილი,“ - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.