16 ნოემბერი 2024,   13:54
ვრცლად
სტრასბურგს არასათანადოდ რომ ჩაეთვალა გაწეული სამედიცინო მომსახურება, არ დაგვავალებდა სამოქალაქო კლინიკაში გადაგვეყვანა? - მინისტრის მოადგილე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რომ შეწყდეს შიმშილობა. 

"მთავარი შინაარსი სტრასბურგის გადაწყვეტილების იყო ის, რომ პატიმრის ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამისთვის აუცილებელია შეწყდეს შიმშილობა.

ერთი იყო ის, რომ პატიმარს დაჟინებით მოუწოდა, რომ ეს გაეკეთებინა და მეორე, სახელმწიფოს მხრიდან რა სახის ინფორმაციის მიღება უნდა? სახელმწიფოს სთხოვს ინფორმაციას, მიაწოდოს აქამდე რა სახის მკურნალობა გაეწია და მას შემდეგ, რაც პატიმარი შეწყვეტს შიმშილობას, როგორ მოხდება მისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

ამიტომაც განაცხადა მინისტრმა, რომ სრულად ვიზიარებთ სტრასბურგის სასამართლოს სულისკვეთებას. დიახ, პატიმრის ჯანმრთელობა არის პირველი ამოცანა, ამისთვის აუცილებელია, შეწყდეს შიმშილობა. რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური განაგრძნობს სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდებას

სტრასბურგის სასამართლოს რომ არასათანადოდ ჩაეთვალა ის სამედიცინო მომსახურება, რაც მსჯავრდებულს ეწევა, თქვენ როგორ ფიქრობთ, ის არ დაგვავალებდა რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაგვეყვანა? სწორედ იმიტომ რომ სტრასბურგის სასამართლო დარწმუნდა, რომ გაწეული სამედიცინო მომსახურება არის სათანადო და ადეკვატური, მან 24 ნოემბრამდე განგვისაზღვრა ვადა,“ - ამბობს ბექა ძამაშვილი.

დღის ამბები