16 ნოემბერი 2024,   13:53
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, ლიზა იასკო გავრცელებულ კადრებს ეხმაურება

პატიმრობაში მყოფი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა მეუღლემ, ლიზა იასკომ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის მდგომარეობა იმდენად მძიმეა, გულის შეტევის რისკი არსებობს.

მისივე თქმით, აუცილებელია მისი კერძო კლინიკაში გადაყვანა. 

"მისი მდგომარეობა იმდენადაა გაუარესებული, რომ ჩნდება გულის შეტევის რისკი. ის უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, რომელიც შესაბამისად იქნება აღჭურვილი. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, რომლებიც დღეს გავრცელდა - ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი მწამებლები არიან,"-აღნიშნა იასკომ

დღის ამბები