16 ნოემბერი 2024,   13:59
ვრცლად
ელენე ხოშტარია შიმშილობას არ წყვეტს და მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს

მოძრაობა "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია შიმშილობას არ წყვეტს. მან მადლობა გადაუხადა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მის მიმართ მიმართული სიტყვებისთვის, თუმცა აღნიშნა, რომ სანამ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს მრავალპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ, შიმშილობას არ შეწყვეტს. 

"ის ემორჩილება და გონივრულია მისი ეს გადაწყვეტილება, გამოვიდეთ კრიზისის უმწვავესი ფაზიდან. მე მინდა მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ მიხეილს ჩემს მიერ მომართული სიტყვებისთვის. ნებისმიერი ადამიანის შიმშილი არის მძიმე სანახავი. მე გადაწყვეტილება არ მიმიღია არავის მითითებით.
დღეს, კიდევ ერთხელ, "ოცნების" ხელშია საბოლოო გასაღების ამ კრიზის განმუხტვის. სანამ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება სამოქალქო კლინიკაში, არ ვწყვეტ შიმშილობას,"-განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პატიმრობაში მყოფმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა. 

დღის ამბები