16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ახალი ვიდეოკადრები - მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია

პენიტენციური სამსახურის მიერ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეოკადრებს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან. ოპოზიცია ღირსების შემლახავ, არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, მმართველი პარტია კი, პირიქით, ექსპრეზიდენტის მხრიდან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიმართ ძალადობასა და აგრესიაზე აკეთებს აქცენტს.

ოპოზიციის ის ნაწილი, ვინც წარსულში სწორედ ექსპრეზიდენტის თანაგუნდელი იყო არ გამორიცხავს, რომ სტრასბურგში გაგზავნილ სარჩელს "სააკაშვილი-საქართველოს წინააღმდეგ" ის კადრებიც დაერთოს, რომელიც დღეს გავრცელდა.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ არცერთ საკითხზე პრემიერმა დღეს განცხადება არ გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მისთვის ეს საკითხი დახურულია, რაც შეეხება სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრებს მათი განცხადებით, სააკშვილის ეტაპირების საკითხი პოლიტიკური განხილვების თემა ნაკლებად უნდა იყოს, რადგან ნებისმიერი პატიმრის გადაყვანის პრეროგატივა პენიტენციური სამსახურის ეკუთვნის.

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 1 ოქტომბერს დააკავეს უკვე ერთ თვეზე მეტია სასჯელს იხდის და 40 დღეა შიმშილობს.

დღის ამბები