დაესწრება თუ არა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 15 ნოემბერს დაგეგმილ სასამართლო სხდომას - "ღამის კურიერის" წამყვანის ამ კითხვაზე იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ უპასუხა, რომ ეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უსაფრთხოების ფაქტორზეა დამოკიდებული.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ექსპრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მან შიმშილობის შეწყვეტაზე მზაობა გამოთქვა იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გავლას სამოქალაქო კლინიკაში შეძლებს.
იქამდე, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველებმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს ექსპრეზიდენტის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, საპასუხო წერილში კი სტრასბურგის სასამართლო მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს.