16 ნოემბერი 2024,   13:49
ვრცლად
უკრაინა საქართველოსგან ითხოვს, რომ ღირსეულად მოექცნენ მათ მოქალაქეს - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

უკრაინა საქართველოსგან ითხოვს, რომ ღირსეულად მოექცნენ მათ მოქალაქეს. უკრაინისთვის მიუღებელია სააკაშვილის მიმართ ძალადობის გამოყენება – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საქართველოს ელჩთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით - ისინი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ სააკაშვილის უფლებების დაცვას, რაც საქართველოს ვალდებულებაა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

დღის ამბები