16 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზების მოთხოვნით, ოპოზიცია დღეს აქციას თბილისში 2 ადგილას მართავს

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში ჰოსპიტალიზების მოთხოვნით, ოპოზიციის საპროტესტო აქციები გრძელდება.

ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, ამ წუთებში, ერთდროულად ორ სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან - ერთ-ერთი მეტროსადგური "სამასი არაგველის" მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით მივიდა. ისინი ექსპრეზიდენტის მხარდასაჭერად მიშას სახელს სკანდირებენ და მის გათავისუფლებას და სამედიცინო უზრუნველყოფას ითხოვენ. 

აქცია,ასევე, იმართება დიდუბის მეტროსადგურთან. ლიდერები კი ორივე აქციაზე გადანაწილდებიან. 

აქციაზე უსაფრთხოების ნორმებს საპატრულო პოზიცია იცავს, ჯერჯერობით კი, საგზაო მოძრაობა არ გადაკეტილა. 

დღის ამბები