გვიან ღამით მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს მაღალი წნევა ჰქონდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დასტაბილურებულია.
გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულების დატოვების შემდეგ მედიკოსმა პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობაზეც ისაუბრა.
"პრეზიდენტს ჰქონდა პრობლემა წნევასთან დაკავშირებით, ამ საღამოს დარეგულირდა და არაუშავს. ასე მკურნალობა შეუძლებელია. ყოველდღე იქნება უარესად და უარესად, თუ ასე გაგრძელდა. მაღალი წნევა ჰქონდა დღეს, ამჟამად დავასტაბილურეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ არ ექნება ეს პრობლემა ისევ," - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.