16 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
"ახლაც მონახულების რეჟიმი აქტიურია, არ მახსოვს ვინმე პატიმარს ასეთი მონახულების რეჟიმი ჰქონოდა" - მიხეილ სარჯველაძე ექსპრეზიდენტზე

ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ მიხეილ სააკშვილის მონახულებაზე უარი მიიღო - ამის შესახებ ევროდეპუტატმა ტვიტერზე დაწერა.

აღნიშნა ისიც, რომ საქართველოს მთავრობა სრულადაა პასუხისმგებელი ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე და სიტუაციის გამოსწორების შანსი ჯერ კიდევ არსებობს.

ანა ფოტიგა დღეს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის არმომადგენლებს შეხვდა. 

პარტიის "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ მას უარი უთხრეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე,"- აცხადებს მეზვრიშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გადადგმული ნაბიჯები მძიმედ შემოუბრუნდება. 

"არ მახსენდება, რომ ოდესმე ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვათ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე. ხელისუფლებას ეს ყველაფერი ძალიან მძიმედ შემოუბრუნდება,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ შესაძლოა რაიმე სახის ტექნიკურ ხარვეზს ჰქონდეს ადგილი.

"შეიძლება რამე ტექნიკური მიზეზი არსებობს. ფაქტია, რომ აქ ის შემთხვევა არ არის, რომ ვინმეს რამეს უმალავენ. ახლაც მონახულების რეჟიმი აქტიურია, არ მახსოვს ვინმე პატიმარს ასეთი მონახულების რეჟიმი ჰქონოდა,"-აცხადებს სარჯველაძე.

დღის ამბები