ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
პარტიას ცესკოში დღეს განსახილველად 11 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, არცერთი საჩივარი არ დაკმაყოფილებულა. როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
"ვფიქრობ, საჩივრებში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს",- განაცხადა სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. ცენტრალურმა კომისიამ ამავე სხდომაზე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგებიც შეაჯამა.