ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მიმდინარეობდა და ის მედიისთვის დახურული იყო.
ევროდეპუტატმა პარლამენტის შენობა კომენტარის გარეშე დატოვა, განცხადება არც კახა კუჭავას გაუკეთებია.