საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია მიმართავს სახალხო დამცველს, თავისი ეგიდით შექმნას პარიტეტული კომისია, რომელშიც დაცვის მხარის მიერ წარდგენილი 8 ექიმი უნდა შევიდეს.
"ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს, კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით: გიორგი ბერულავა- ექსპერტი ფსიქიატრი, კახაბერ ბერაძე - ექსპერტი ფსიქოლოგი, ოთარ თოიძე - ექსპერტი ნევროლოგი, პროფესორი, ლალი ჯავაშვილი - ექსპერტი ენდოკრინოლოგი, პროფესორი; მარინე აბაშიძე - ექსპერტი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, პროფესორი; ლევან ბესელია - ექსპერტი გადაუდებელ მედიცინაში, ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი; მარიამ ჯიშკარიანი - შემთხვევის სუპერვაიზორი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ცენტრი "ემპათიას" ხელმძღვანელი და ნიკა ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი - ეს 8 ადამიანი, ვისაც ეკუთვნის დასკვნა, ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მხრიდან და პარიტეტულ კომისიაში ამ 8 ადამიანის შეყვანას.
ასევე, მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, თვითონ წარმოადგინონ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კომისიაში ასევე 8 წევრი," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
სახალხო დამცველს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.