დანაშაულის პრევენციის შესაძლებლობების გაძლიერება, არასაპატიმრო სასჯელთა ეფექტური აღსრულება და პრობაციის სფეროში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა. ეს მიმართულებები განიხილეს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ყოველწლიურ სამუშაო შეხვედრაზე. ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომაშვილი უძღვებოდა. მან, უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სააგენტოში განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და განვითარების სამომავლო გეგმები წარადგინა. გეგმის მიხედვით, ბენეფიციარებისთვის საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების არეალი გაფართოვდება.