თავდაცვის ინსტიტუციურ აღმშენებლობის სკოლას NATO-ს აკრედიტაციის ექსპერტთა გუნდი ეწვია. ვიზიტის მიზანია შეაფასოს სკოლის, როგორც NATO-ს ინსტიტუციური აკრედიტაციის მაძიებლის სტატუსის მქონე ინსტიტუტის ხარისხის მართვის სისტემა.
შეხვედრაზე NATO-ს აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა ყურადღება სკოლის საერთაშორისო მიღწევებზე გაამახვილეს.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილეც ესწრებოდა, რომელმაც სკოლის, როგორც NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ინიციატივის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.