პარტიის "დროას" ერთ-ერთი წევრი ნინო გოგუაძე ხელისუფლებას მიმართავს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე და ჯანმრთელობა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
მისივე თქმით, ელენე ხოშტარია უკვე მე-12 დღეა შიმშილობს და მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობის გაწევას ითხოვს. ნინო გოგუაძის განმარტებით, ელენე ხოშტარიას ანალიზების მიხედვით, პარამეტრები სულ უფრო მძიმდება.
"იმედია, რომ მას გაუწევენ სათანადო მკურნალობას, ანუ გადაიყვანენ მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში.
რაც შეეხება ელენე ხოშტარიას შიმშილობას, თქვენ იცით, რომ იგი სწორედ ამას ითხოვს, რომ სააკაშვილს გაეწიოს სათანადო მკურნალობა. შიმშილობის მე-12 დღეა. ანალიზების მიხედვით პარამეტრები სულ უფრო მძიმდება.
მინდა ხელისუფლებას ვუთხრა, რომ ორივე ადამიანის - მიხეილ სააკაშვილის და ელენე ხოშტარიას სიცოცხლე და ჯანმრთელობა პირდაპირ მათი პასუხისმგებლობაა," - განაცხადა ნინო გოგუაძემ.