16 ნოემბერი 2024,   14:05
ვრცლად
ოპოზიციამ დღეს დაგეგმილი აქციები გააუქმა - ლიდერები საგანგებო განცხადებას რამდენიმე წუთში გააკეთებენ

თბილისის 10 უბანში დღეს დაგეგმილი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ გააუქმა. ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ლიდერები იკრიბებიან. ისინი კონსულტაციებს მართავენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბა არასამუშაო დღეს პარლამენტში ოპოზიცია. დაახლოებით ნახევარ საათში ლიდერები ერთობლივ საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები