"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალ, 15:00 საათიდან 17:00 საათამდე აქციის მონაწილეები თბილისის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობას გადაკეტავენ.
"ხვალ 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე.
მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!
სახლში ჯდომის დრო აღარ არის, თუ გვინდა ქვეყანას ავარიდოთ უბედურება და შემდგომში მრავალწლიანი სამოქალაქო გახლეჩა!
გთხოვთ ყველას, ვისაც ხვალ გაქვთ გადაუდებელი საქმე, არ დაგეგმოთ საავტომობილო გზების გამოყენება ამ საათებში! რეჟიმი უნდა ვარყიოთ, სანამ არ ჩამოინგრევა!
პ.ს. შემოუერთდით სამართლიან ბრძოლას. გიწვევთ ხვალ აქციებზე და შეკრების ზუსტ ლოკაციებს დღეს საღამოს შეგატყობინებთ!" - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.