პარტია "დროას" მოშიმშილე ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ცოტა დამძიმდა და ორგანიზმში ინტოქსიკაცია დაიწყო. თუმცა მიუხედავად ამისა, ელენე ხოშტარია შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
"გაბარებთ ანგარიშს.
გუშინ ექიმმა გააკეთა განცხადება ჩემს ჯანმრთელობაზე, რომ ცოტა დამძიმდა მდგომარეობა.
მოკლედ, ექიმმა მითხრა, რომ ორგანიზმში დაიწყო ინტოქსიკაცია და თუ ამ ეტაპზე რეგულარულ გადასხმებს (მედიკამენტოზურს და არა საკვები, ეს გამორიცხულია) არ გავიკეთებ, თირკმელი ვერ გაუძლებს. შემომთავაზა ჰოსპიტალიზაცია, ამაზე უარს ვამბობ.
აქედან გამომდინარე დავთანხმდი, ამ ეტაპზე, გადასხმებს, როდესაც თირკმელის გაჩერების რისკი მოიხსნება, შევაჩერებ გადასხმებს.
თავს ვგრძნობ კარგად.
ვარ ძალიან შემართებით, წამი არ ყოფილა, რომ ვიტანჯებოდე.
დღეს წარმატება ჩემს მეგობრებს აქციაზე!
გადაიყვანეთ სააკაშვილი კლინიკაში! მე გაჩერებას არ ვაპირებ!"- წერს ელენე ხოშტარია.