16 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას საქართველოს, მოლდოვასა და სერბეთის კოვიდსერტიფიკატებზე, რაც მოგზაურობას გაამარტივებს - ვარჰეი

ევროკავშირში დღეს საქართველოს, მოლდოვასა და სერბეთისთვის კოვიდსერტიფიკატებზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. 

"გვაქვს კარგი სიახლე კოვიდკრიზისთან გამკლავების კუთხით - დღეს იქნება მიღებული გადაწყვეტილება საქართველოსთვის, მოლდოვასა და სერბეთისთვის კოვიდ სერტიფიკატებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს, რომ მოგზაურობა ბევრად გამარტივდება მათი მოქალაქეებისათვის," - განაცხადა ვარჰეიმ

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ევროპის დედაქალაქში ამავე პროექტში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.

დღის ამბები