"ნაციონალური მოძრაობის" ორგანიზებით, მოქალაქეები მეტრო "ავლაბართან" იკრიბებიან. მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, მოქალაქეები მსვლელობას და მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო გზების გადაკეტვას გეგმავენ.
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების თქმით, ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი, რომ საპროტესტო მოძრაობა ყოველდღე უფრო და უფრო მწვავდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კი, განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი, შსს-ს განცხადებას, წინასწარი შანტაჟი მცდელობად აფასებენ. ისინი განმარტავენ, რომ მათ წინასწარ გააკეთეს გაფრთხილება აქციასთან დაკავშირებით.