ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველი შეკრება ბრიუსელში. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ზუსტად ერთი თვით ადრე ევროპის დედაქალაქში ამავე პროექტში ჩართული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან.
დაგეგმილია მოლაპარაკებები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ ჟოზეფ ბორელისთან და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან.
"ჩვენ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას ვუთმობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, რადგან იქ სიტუაცია რთულია. მათ შორისაა ჰიბრიდული თავდასხმები, მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი აირის გამოყენება. ჩვენ უნდა მოვემზადოთ შემდეგი სამიტისთვის. ამ დროისთვის ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის მთავრი საკითხია. განვიხილავთ ტრიოს საკითხსაც," - განაცხადა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელიმ.
შედგება ასევე საქართველო, მოლდოვასა და უკრაინის საგარეო უწყების პირველი პირების შეხვედრა ტრიოს ფორმატში. ქართული მხარის ინფორმაციით, თბილისი შეხვედრას ევროპული არჩევანის ღიად დაფიქსირებისთვის აუცილებლად გამოიყენებს.