16 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად და ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება - ნიკა მელია საპროტესტო აქციებზე

"ნაციონალური მოძრაობის" აქციები დღეს თბილისის ორივე სანაპიროს გადაკეტვით გაგრძელდა, მოთხოვნა კვლავ უცვლელია - გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში. 

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩებში, მისივე თქმით, აქციები იქნება მშვიდობიანი და არაძალადობრივი. 

"ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ და ნურავის ნუ ექნება იმის ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება და ნურც იმის, რომ ერთი და ორი საპროტესტო აქციით კისერს მოვუღრეც ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დიახაც, ირყევა, რაც უფრო მეტი მოქალაქე  გამოვა თბილისისა და არამარტო თბილისი ქუჩებში, მით უფრო მალე ჩამოინგრევა მორყეული რეჟიმი,"- აცხადებს ნიკა მელია 

აქციები, რომ პერმანენტული ხასიათის იქნება, ამაზე საუბრობს "ნაციონალური მოძაობის" წევრი გიგი უგულავაც, თუმცა რა სახის იქნება აღნიშნული აქციები, წინასწარ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. 

"აქციები იქნება პერმანენტული ხასიათის. წინასწარ დეტალურ გეგმებს, რა თქმა უნდა, არ ვეტყვით იმიტომ, რომ  პოლიცია რომლებიც რაიონებიდან ჩამოჰყავთ, აქეთ-იქით არბენინებენ, არ გვინდა, რომ ჩვენთან რაიმე ტიპის პროვოკაციაში შემოვიდნენ. ამიტომაც, დაიღლებიან? დაიღალონ, მათი არჩევანია. ჩვენ არ დავიღლებით,"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები