16 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
აქამდე კოვიდ-სერტიფიკატთან დაკავშირებული ჩვენი აპლიკაცია ევროკავშირის ქვეყნებში არ იკითხებოდა, დღეიდან ეს უკვე შესაძლებელია - დავით ზალკალიანი

ევროკავშირი საქართველოში გაცემულ კოვიდსერთიფიკატს აღიარებს. ევროკომისიამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და შესაბამისი დოკუმენტაციაც გამოაქვეყნა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სრულად არიან ვაქცინირებულები და აქვთ შესაბამისი პასპორტი, ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ასევე ხაზს უსვამს იმას, რომ ამიერიდან ჩვენი აპლიკაცია ევროკავშირის ქვეყნებშიც იკითხება და მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტირიაზე აპლიკაციით სარგებლობის შესაძლებლობა ექნებათ.

"ევროკავშირმა აღიარა საქართველოს კოვიდსერთიფიკატები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებას ევროკავშირის ფარგლებში.

აქამდე მოგეხსენებათ, რომ ჩვენი აპლიკაცია არ იკითხებოდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და დღეიდან, უკვე შესაძლებელი იქნება, რომ აპლიკაცია, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები ისარგებლებენ, თავისუფლად შემოვიდნენ და გადაადგილდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე და არა მარტო, იმ ქვეყნებშიც, რომელი ქვეყნების კოვიდსერთიფიკატებიც აღიარებული აქვს ევროკავშირს. ეს დამატებით კიდევ 40-ზე მეტი ქვეყანა არის და კიდევ აფართოებს ჩვენი მოქალაქეების მსოფლიო მასშტაბის გადაადგილების შესაძლებლობას," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები