16 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები - უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ, უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ბრიუსელში ვიზიტისას ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს ხელისუფლებასთან იმუშავებს, რათა დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები.

დიმიტრი კულებას თქმით, სააკაშვილი დაცვის ისეთივე დონით სარგებლობს, როგორითაც უკრაინის ყველა სხვა მოქალაქე.

"ის უკრაინის მოქალაქეა და სარგებლობ დაცვის ისეთივე დონით, როგორც უკრაინის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც უცხო ქვეყანაში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დაცული იყოს მიხეილ სააკაშვილის უფლებები,"- აცხადებს დიმიტრი კულება

დღის ამბები